საფინასო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა

10 ივლისი 2016, 20:00 1091 ნახვა

საფინასო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომაზე სასტუმრო „ჰილტონი“-ს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებაზეც იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წინა სხდომაზე აღნიშნული უძრავი ქონების აჭარის მთავრობისვის გადაცემის საკითხი დღის წერიგიდან ამოიღეს. თენგიზ აფახაზავა ვარაუდობს, რომ ეს საკითხი ხვალინდელ სხდომაზე გავა და მას მხარდაჭერაც ექნება. დეპუტატს ინვესტორის ცადებული ყველა პირობა მოსწონს. ქართველი ბიზნესმენი, რომლის ვინაობა არ სახელდება, მიწის ნაკვეთში მილიონი ამერიკული დოლარის გადახდასა და 100- ნომრიანი სასტუმროს აგებას გეგმავს. ინვესტორი ჯამში 50 მილიონი ამერიული დოლარის ინევესტიციას განახორციელებს. 
ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიიის მთავრობაზე გადაცემის საკითხის განხილვისას ორი შენიშვნა გამოითქვა: სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიის აუქციონის წესით გასხვისებასა და ინვესტორისთვის მიცემული მშენებლობის ვადის შემჭიდროებაზე.

შეგახსენებთ, რომ წინა სხდომაზე საკითხის გატანამდე ცნობილი გახდა, რომ მიწას, გარკვეული პირობებით, ქართული კომპანია ითხოვდა, მეპატრონე კი ყოფილი ჩინოვნიკი იყო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შესწირა. 
ხვალიდელ სხდომაზე, ასევე, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და პარკირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების საკითხში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

ავტორი: ხათუნა შუსანიძე

ამავე კატეგორიაში