თანამედროვე ქართველმა მწერლებმა ქედელებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს

10 ივლისი 2016, 20:00 946 ნახვა

პროექტის ,,ცოცხალი წიგნები" ფარგლებში, თანამედროვე ქართველმა მწერლებმა ქედელებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. ლექსები ადგილობრივმა პოეტებმაც წაიკითხეს. პროექტი სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებსა და ბიბლიოთეკებში  მწერლების, მათ შორის, საბავშვო ავტორებისა და ხელოვანების მობილურ ჯგუფებთან შეხვედრას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, გამგეობამ სკოლის ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა. 

ამავე კატეგორიაში