ქალაქში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა

07 ივლისი 2016, 20:00 1082 ნახვა

ერთ საათს გაგრძელდა საგანგებო თათბირი ბათუმის მერიაში რომელიც 15 სააათზე დაიწყო. ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებმა დღევანდელი უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზიანზე ისაუბრეს.  წინასწარი მონაცემებით დილით ძლიერი წვიმის შედეგად  20-მდე სახლის პირველი სართული დაიტბორა ბაგრატიონის დასახლებაში.  ტერიოტრიული ორგანოს ხელმძღვანელი დაზარალებულებს ურჩვეს,  რომ  განცხადებასთან ერთად ბათუმის მერიას  ზარალის დამადასტურებელი ფოტო მასალაც წარურდგინონ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა თვითმმართველობის მიერ გაწეულ სამუშაობზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი უფრო დიდი იქნებოდა. ამავე თათბირზე აღნიშნა რომ კომპანია ბათუმის წყალი საგანგებო რეჯიმში მუშაობს და  ინტენსიურად წმენდს  ზღვიაში გამავლ არხებს.

ამავე კატეგორიაში