ვარშავაში ნატოს სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

07 ივლისი 2016, 20:00 1051 ნახვა

ვარშავაში ნატოს სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ვარშავაში ნატოს სამიტი, თბილისის დროით, 16 საათსა და 30 წუთზე  ოფიციალურად გაიხსნება. მას 28 წევრი სახელმწიფო,  მათ შორის  მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა დაესწრებიან. ვარშავაში იმყოფება ქართული დელეგაციაც, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. დღეს  პარალელური შეხვედრები  გაიმართება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. რაც შეეხება მოლოდინებს, - ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს მიზანია, ქვეყანა  უფრო მეტად დაცული გახდეს. დეტალურად დელეგაციის მოლოდინებსა და ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის სამიტის დღის წესრიგის შესახებ  ჩვენი რეპორტიორი მარი ბოლქვაძე საუბრობს პოლონეთიდან. 

ამავე კატეგორიაში