ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მარიონეტული შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ განიმუხტა

07 ივლისი 2016, 20:00 1030 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მარიონეტული შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ განიმუხტა. რაც შეეხება აფხაზური ოპოზიციის მეორე მოთხოვნას, რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესახებ, დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. აფხაზეთში ეგრეთწოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ პლებისციტი როგორც იგეგმებოდა, 10 ივლისს  ჩატარდება. ეგრეთწოდებულ  რეფერენდუმში მონაწილეობას 133 ათას 202 ადამიანი მიღებს. ამის შესახებ დეფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისია აცხადებს. მათივე ინფორმაციით, მთლიანობაში 151 საარჩევნო უბანი გაიხსნება.   მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“.

ამავე კატეგორიაში