ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ელჩებს, თავდაცვის ატაშეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ყურადღება მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.