''ჩვებურების სიმღერა ინეგოლიდან'' - კონცერტი ბათუმში

18 აპრილი 2019, 00:00 1460 ნახვა

,,სიმღერით დაბრუნება“ ამ სახელწოდებით თურქეთში მცხოვრებმა  ქართველებმა   ბათუმის დრამატულ თეატრში კონცერტი გამართეს. ჩვენებურების მიერ დღემდე შემონახული აჭარული სიმღერები და ცეკვები ინეგოლში მცხოვრებმა  ქართველებმა  შეასრულეს. სცენა დაეთმოთ ადგილობრივ შემსრულებლებსაც.

რთული  პოლიტიკური ვითარების გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა მათ მიერ შემორჩენილი ცეკვები და სიმღერები 150 წელს ითვლის.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ფონდი „ქართული გალობისა “ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ორგანიზებით გაიმართა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი