აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესს ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა

15 აპრილი 2019, 00:00 1277 ნახვა

აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესს ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელის  განცხადებით ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს. მან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს დასკვნაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ნეიტრალურად აშუქებდა წინასაარჩევნო პერიოდს.

კარლ ჰარცელის განცხადებით მას არ აქვს განზრახვა ჩაერიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებებში, თუმცა იშველიებს ბოლო მონიტორინგის შედეგებს, რომელზე დაყრდნობითაც ამბობს, რომ აჭარის ტელევიზია იყო ე. წ. ,,ნეიტრალური სივრცე“ და ერთადერთი ტელეკომპანია, რომელმაც მაყურებელს შესთავაზა არჩევნებში მონაწილეთა პლატფორმების ზოგადი შედარება. „ეს ნამდვილად არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედია გარემოში გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს,”- აცხადებს კარლ ჰარცელი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში