მადლობა თავისუფლებისთვის - ასეთია მთავარი სათქმელი იმ ადამიანებისადმი, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას წინაპირობა შეუქმნა და თავისუფლებას თავი შესწირა. ტრაგიკულთან ერთად, დამოუკიდებლობის თარიღად ქცეული 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
ჯერ იყო 1989 წლის სისხლიანი მოვლენები, ტრაგედია და დაღუპული მოქალაქეები, შემდეგ მეორე 9 აპრილი და ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ისტორიული მოვლენების მონაწილეები დღეს იხსენებდნენ მოვლენებს, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნგრევის დასაწყისი გახდა - მათ შორის რა თქმა უნდა არიან ხელმომწერები აჭარიდან.