ბრძოლა ფარული ჩანაწერებით

06 აპრილი 2019, 00:00 1473 ნახვა

უკვე ოთხი დღეა, არ წყდება საუბარი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის  ფარულ აუდიო - ჩანაწერთან დაკავშირებით. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დაუდგენელია, 3 აპრილს ტვ პირველმა გაასაჯაროვა, ხელმისაწვდომი ისევ „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გახადა. არჩილ გვიანიძემ რამდენიმე დღით ადრე, ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდში არსებულ მანკიერ მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება. მაშინ მას, არც ის დაუმალავს, რომ თუ არ იქნებოდა შესაბამისი რეაგირება, კონკრეტულ ფაქტებს გაასაჯაროვებდა.

გვიანიძემ, თავისი მუქარა, სისრულეში მართლაც მოიყვანა, თუმცა ოთხი დღის შემდეგაც, როგორც უკვე გითხარით,  არავინ იცის, არის თუ არა ავთენტური ის ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ არჩილ ხაბაძე ხსნის, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს, საუბრობს  „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალი თანამდებობის პირების ბიზნეს ინტერესებზე. ჩანაწერის გასაჯაროვების შემდეგ, არჩილ ხაბაძეს კატეგორიულად არ უარყვია მისი მონაწილეობა მასში და მსგავსი ღია საუბრები, სხვა მიზნებითა და მიზეზებით ახსნა. პირველი დღის შემდეგ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარლამენტის დეპუტატი, მედიასთან არ გამოჩენილა.

ამავე კატეგორიაში