კანონით შს სამინისტრომ ფარულ ჩანაწერზე უნდა დაიწყოს გამოძიება ან განმარტება გააკეთოს - საია

04 აპრილი 2019, 00:00 1810 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ", რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ ჩანაწერზე, რომელიც ​გუშინ, 3 აპრილს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავრცელდა მოკვლევა უნდა დაიწყოს. აუდიო ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პარლამენტის წევრების გიორგი ვოლსკისა და ერეკლე ტრიპოლსკის აჭარაში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, თუ სამინისტრო მოკვლევა არ დაიწყებს, მაშინ უნდა განმარტოს რატომ არ დაინტერესდა ამ ფაქტით.    

"დანაშაულის შემადგენლობა თუ იკვეთება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. როგორ წარიმართება ეს სხვა საქმეა, შეიძლება შემდეგ შეწყვიტონ.

ასეთ დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს გამოძიებას თუ ჩათვლის, რომ სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება მოცემულ მასალაში. დევნას და ბრალდებულად პირის ცნობას კი ახდენს პროკურატურა. შეიძლება ბრალდებულად არავინ იყოს იდენტიფიცირებული, მაგრამ გამოძიების დაწყება მაინც მნიშვნელოვანია.

თუ ასე არ მოხდა, მაშინ უნდა განმარტოს საგამოძიებო უწყებამ რატომ არ იწყებს მოკვლევას. თქვას, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და არ ვიწყებო. მითუმეტეს თუ იმას იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ნებისმიერმა ადამინმა, რომ მოუსმინოს ჩანაწერს, შესაძლოა ეჭვი გაუჩნდეს, რაიმე დანაშაული გამოიკვეთოს ამ ფაქტიდან. " - განაცხადა საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორმა ქეთი შუბაშვილმა. 

რაც შეეხება ჩანაწერის ფარულად გაკეთებას, არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ თუ საქმე აღიძრება, გამოძიება მტკიცებულებად ფარულად გაკეთებულ ჩანაწერს, რომლის შესახებ მეორე მხარემ არ იცოდა, მტკიცებულებად ვერ გამოიყენებენ, ვინაიდან უზენაეს სასამართლოს აქვს განმარტებული, დაუშვებლად ცნობილი იქნას ასეთი მტკიცებულება. 

"შეიძლება მე ვიყო მონაწილე და ჩავწერო, მაგრამ სასამართლოში დაუშვებელი იქნება ცნობილი სამოქალაქო საქმეზე, თუ არ არის ეს ჩანაწერი დანაშაულის ერთადერთი მტკიცებულება" - აცხადებს ქეთი შუბაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ეუბნებიან, რომ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებიდან 24 საათში არ იციან დაიწყებენ თუ არა მოკვლევას. უწყებას არც იმაზე გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება... 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი