ნაფიცი მსაჯულების შერჩევა

04 აპრილი 2019, 00:00 1208 ნახვა

ქობულეთში მამაკაცის მძევლად აყვანასა და ძარცვის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ისინი პირველ სხდომაზე ვერ შეარჩიეს, რადგან 21- დან 17-მა თვითაცილების მექანიზმის გამოყენებით  უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.  3 დაიწუნეს, ხოლო ბოლო ერთი კანდიდატი ადვოკატმა დაუსაბუთებელი შუამდგომლობით აიცილა.

კანონის თანახმად სამოქალაქო რეესტრიდან კანდიდატები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა, მათგან სასამართლო დარბაზში პროკურორი და ადვოკატები 14-ზე შეჯერდებიან.  ეს პირველი შემთხვევაა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ისტორიაში, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის საქმეზე ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.  
საქმეში სამი ბრალდებული ფიგურირებს, რომლებმაც თავად ისურვეს აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ემსჯელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი