საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირები გაათავისუფლეს

02 აპრილი 2019, 00:00 1169 ნახვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს, დაკავებული 6-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე  გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ადვოკატის განცხადებით, მას არ ჩაბარებია საქმის მასალები და მისთვის ამ ეტაპზე უცნობია ის, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებები გააჩნია შსს-ს დაკავებულთა წინააღმდეგ.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულები ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში  გუშინვე მოინახულა. შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია თბილისში დღესაც გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი