პოლიციის განყოფილებაში აქციაზე დაკავებული 6 პირი იმყოფება 

02 აპრილი 2019, 00:00 1972 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის აიყვანეს - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

დაკავებულები განყოფილებაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ადგილზე ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაც იმყოფებოდა. 

სახალხო დამცველის თქმით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს ''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' ერთ-ერთი დირექტორი, ვახუშტი მენაბდე და ''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' აქტივისტი დავით სუბელიანი. 

აქტივისტები პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. 

აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს. ისინი დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში