ვენეციის კომისია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს გაეცნო

01 აპრილი 2019, 00:00 1297 ნახვა

 ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვდებიან აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც,  ასევე სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს. მთავარი თემა მოსამართლეთა შერჩევის წესია - სწორედ ამ საკითხს შეეხო საუბარი დრეს პარლამენტარებთან შეხვედრისას.

ამ ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, ამავე პოზიციაზე არიან დამოუკიდებელი დეპუტატები. აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კრიტერიუმების მეორე მოსმენა 19 აპრილსაა ჩანიშნული. სავარაუდოდ ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი