მმართველმა პარტიამ არჩევნები თურქეთის 30-ზე მეტ პროვინციაში წააგო

01 აპრილი 2019, 00:00 2554 ნახვა

ვინ გაიმარჯვა თურქეთის თვითმმართველობის არჩევნებში, ამ დრომდე ზუსტი შედეგები არ არის და შეუძლებელია გამარჯვებულის გამოვლენა, ამასთან თურქეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამტკიცებს, რომ სწორედ ისინი არიან გამარჯვებულები. ხმების 92% დათვლის შემდეგ,  ბოლო მონაცემებით დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ლიდერობს მან ხმების თითქმის 51% მიიღო, გაურკვევლობაა სტამბოლში სადაც ბოლო მონაცემებით ოპოზიციის კანდიდატი ეკრემ იმამღლუ 48,71 მეასედი პროცენტით ლიდერობს და მას მხოლოდ 0,5 მეათედი პროცენტით ჩამორჩება სახელისუფლებო კანდიდატი ბინალი ილდირიმი, თუმცა აქ 80 საარჩევნო უბნის მონაცემები ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ.

პარალელურად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა ათობით ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი