საბაგიროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

30 მარტი 2019, 00:00 2712 ნახვა

ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით მან ელექტროტრავმა მიიღო. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში ჭიათურის „ჯეო ჰოსპიტალში ” გადაიყვანა, სადაც ის დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი