ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, გამოვლენილია თანამედროვე სტანდარტების ახალი ნაგავსაყრელის მშენებელი კომპანია - განცხადება მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე გუშინ გააკეთა.
მისი განმარტებით, ხელშეკრულებას ხელი 15 აპრილამდე მოეწერება. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოქმედი ნაგავსაყრელის კონსერვაციის საკითხზე.