მთავრობის სხდომა

28 მარტი 2019, 00:00 1111 ნახვა

,,სოცმუშაკების პროფესია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, ეს მე კარგად მესმის და სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი“ - ასე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს მამუკა ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი არის ნამდვილად მძიმე, ამიტომ მათ მადლობას უხდის.   ისაუბრა 4 პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე. ტრადიციული ბრიფინგი მთავრობის მეთაურმა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შეფასებით დაიწყო. მან ტყუილი და ფეიკ ნიუსი უწოდა ინფორმაციას, რომელიც მისი თქმით  უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა გაავრცელეს, რომ თითქოს საქართველო გაქრა დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან.  

ისაუბრა ქობულეთში დაგეგმილი ინვესტიციის შესახებაც და თქვა, რომ აქამდე ტურიზმის სექტორში ამ რაოდენობის ინვესტიცია არ განხორციელებულა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი