"ნატო-საქართველოს სწავლება 2019” - აქტიურ ფაზაშია. სწავლების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.
სწავლების პროცესს გაეცნენ და მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი დაათვალიერეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადმირალმა მანფრედ ნილსონმა. მათ სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. წვრთნებში წელს 24 ქვეყანა მონაწილეობს.