სამ საათზე მეტია ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე სოციალურ მუშაკებს ხვდება. ჩვენი ინფორმაციით მათ მინისტრი 4 პუნქტიან გეგმას აცნობს, რომელმაც სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები უნდა გააუმჯობესოს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე კი გაფიცულმა სოცმუშაკებმა თქვეს, რომ გეგმას აკლია კონკრეტიკა. მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სამინისტროსგან რეალური პასუხი მათ მოთხოვნებზე ამ დრომდე არ მიუღიათ. შეხვედრის ამსახველი ვიდეო-მასალა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა.