''ნატო - საქართველოს სწავლება 2019''

28 მარტი 2019, 00:00 1036 ნახვა

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს, - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება.  

სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილის  თქმით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა შესაძლებლობები და მის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი