„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ქობულეთში გოლფის კლუბის მშენებლობა ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგეგმებოდა. ოპოზიცია დღეს პრეზენტაციას გამოეხმაურა - მათი მტკიცებით 2012 წელს ინვესტორიც ჰყავდათ მოძიებული და მიწის ნაკვეთიც გაყიდული იყო.
ოპოზიცია დადებითად აფასებს მათი თქმით - მათ მიერ დატოვებული პროექტის განახლებას, ამასთან მიიჩნევს რომ ხელისუფლებამ შვიდი წელი ფუჭად დაკარგა. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ რომ 2012 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ჰექტარი კომპანია „გოლფ დეველოპმენთ ჯორჯიას“ 1 ლარად მიჰყიდა, თუმცა მაშინ ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა და მთავრობამ 2013 წელს ეს ტერიტორია უკან დაიბრუნა.