დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო

25 მარტი 2019, 00:00 1266 ნახვა

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების: მინდია ლავასოღლის, ივანე გეგიაძის, შოთა კეკელიძისა და ზაალ ახვლედიანის საქმეში დღეს   ბრალდების მხარემ ბოლო მტკიცებულება გამოიკვლია.  პროკურორმა  სასამართლოზე   ორი ბრალდებულის ივანე გეგიაძის და მინდია ლავასოღლის სატელეფონო საუბრების ჩანაწერი გაასაჯაროვა.  ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის  ადვოკატმა  შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს და  დაცვის მხარის  მტკიცებულებების გამოსაკვლევად დამატებით 4 თვე მოითხოვა.

ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურას  კვლევის ობიექტი, კერძოდ  სატელეფონო ჩანაწერები   ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, რის გამოც  პატიმრობის ვადის გასვლამდე მტკიცებულებების გამოკვლევას ვერ მოასწრებს. მოსამართლე ლევან გელოვანმა  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიიჩნია რომ  ადვოკატის არგუმენტები იყო უსაფუძვლო.ფრიდონ სიხუაშვილმა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა არც ეს მოთხოვნა გაითვალისწინა.

მოსამართლის გადაწყვეტილება  ბრალდებულებმა გააპროტესტეს. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა  დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე.   მოცემულ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობის ვადა დაკავებულებს 20 დღეში ეწურებათ. საქმის არსებითი განხილვა 17 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი