რამდენიმე საათში საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვა

24 მარტი 2019, 00:00 1104 ნახვა

რამდენიმე საათში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იენს სტოლტენბერგს, საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდება. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ორდღიანია. საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური შეხვედრები ხვალაა დაგეგმილი. ვიზიტის მთავარი ნაწილი შეხვედრები იქნება, რომელიც საქართველოსა და ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება, ნატო-საქართველოს სწავლებას იენს სტოლტენბერგი დაესწრება.

რიგით მეორე სწავლება წვრთნისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელობით პირველად იმართება. მასში მონაწილეობას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. იენს სტოლტენბერგთან ერთად მისი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც ჩამოვა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გასული წლის დეკემბერშიც იყო. იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებთან გამართავს აუდიენციას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი