მეორე დღეა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის სესიები მიმდინარეობს. ბათუმი "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა''-ს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ასამბლეა გუშინ გაიხსნა გაიხსნა ,დელეგატები დღეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე ბათუმის სესიებს დაესწრებიან, ასევე აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან. პროექტი საგრანტო - სარეზულაციო პროექტების კონკურსს მოიცავს. გამარჯვებული პროექტები 1000 ლარით დაფინანსდება. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები „ ახორციელებს.