ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, სახლი კი მთლიანად დაიწვა

22 მარტი 2019, 00:00 5159 ნახვა

ფოტო: გიული ბერიძე

ბათუმში, ლერმონტოვის 80 ნომერში, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა,  საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ერთი მსუბუქად დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახლში მყოფ მეორე პირს კი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. დაშავებული 76 წლის მამაკაცია,  რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

თვითმხილველების ინფორმაციით, გაქირავებულ სახლში ხანძრის გაჩენამდე ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გარეთ გამოსვლა მოასწრეს. ასევე, თვითმხილველები ყვებიან, რომ ხანძარი სავარაუდოდ სანთლისგან გაჩნდა, რადგან ბინაში ელექტროენერგია მდგმურებს არ ჰქონდათ. 

 

ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა, ცეცხლის შედეგად ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი