აქვს თუ არა რეგიონის მთავრობას ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გარდა, სხვა მიმართულებით სტრატეგია? რა პოლიტიკით მუშაობს რეგიონი? შენდება სოციალური სახლები - იქ საცხოვრებლად გადასული ოჯახების ნაწილი კი მიწის გარეშე რჩება.
არსებობს სახლის შესასყიდად ფინანსური დახმარების პროგრამაც. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ერთი პრობლემის წინაშე დგება - ეკომიგრანტები, რომლებიც დახმარების მიუხედავად მეწყერსაშიშ ზონებს უბრუნდებიან. ამის მიზეზი უმიწოდ და შემოსავლის გარეშე დარჩენაა.
კიდევ ერთი სოციალური სახლი ახლა ხელვაჩაურში აშენდება, მერია აპირებს ბენეფიციარებს მოსთხოვოს დაშალონ მათი კუთვნილი ძველი საცხოვრებლები.
როგორი უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა და რას ამბობენ პასუხისმგებელ უწყებებში