მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პროექტთან დაკავშირებიტ განმარტება გააკეთა

21 მარტი 2019, 00:00 1262 ნახვა

6 საათს გაგრძელდა პლენარული სხდომა, სადაც ანაკლიის პორტის საკითხს განიხილავდნენ. დეპუტატების კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი პასუხობდა.

მინისტრმა პროექტის განხორციელების ხარვეზებზე, კომპანიის მხრიდან საინვესტიციო თანხის მოძიების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევის საკითხი დგას. მისი თქმით, კომპანიას ვალდებულებების გადავადება რამდენჯერმე დასჭირდა.

თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის საქმე, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების გავლენა პორტის მშენებლობაზე, რუსეთის ფაქტორი, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების შესრულება -  სხდომაზე რამდენიმე საკითხი დაისვა.

კრიტიკული იყო ოპოზიცია, რომელმაც პროექტის წარუმატებლობაში ხელისუფლება დაადანაშაულა. მინისტრის განცხადებით, ბრალდებები არასერიოზულია და ანაკლიის პორტში სხვა ინვესტორი არ არსებობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი