ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

09 აგვისტო 2016, 00:00 3275 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი პეტრე ზამბახიძე დაგეგმილი სესიის დღის წესრიგში  საკოსტიტუციო სასამართლოში  სარჩელის წარდგენის თაობაზე საკითხის შეტანას ითხოვს. ზამბახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე  კოლეგებს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. იგი  პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს.   დეპუტატის განცხადებით, ამ პროცედურების შემდეგ,  გიორგი მარგველაშვილის მიერ რეგიონის რწმუნებულად ზურაბ პატარაძის  დანიშვნით კონსტიტუცია დაირღვა.  კოლეგის მოსაზრებას არ იზიარებენ დეპუტატები.  დღესვე ბიუროს სხდომაზე გადაწყდა , რომ  კომისიებში რეგიონის ბიუჯეტის  ორი კვარტლის შესრულებას განიხილავენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი