89 31-ის წინააღმდეგ, ბევრი წინააღმდეგობისა და საჯარო განხილვის შემდეგ პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ერთ საკითხზე მომზადებულ სამ კანონპროექტს არა ერთი დაპირისპირება მოჰყვა. არც დღეს ყოფილან დეპუტატები ერთმანეთის მიმართ კორექტულები.
ოპოზიციის არცერთ წევრს არ დაუჭერია მხარი დღეს უმრავლესობის ინიციატივაზე, ამბობენ, რომ პარლამენტმა დღეს ქვეყნისთვის საზიანო კანონპროექტი მიიღო. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს.