რეფორმის შედეგად, 629 ათასი მიწის ნაკვეთი უფასოდ დარეგისტრირდა - თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 00:00 1516 ნახვა

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დღეს იუსტიციის მინისტრმა მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, 629 ათასი მიწის ნაკვეთი გამარტივებული წესით და სრულიად უფასოდ არის რეგისტრირებული.

„მინდა, შესაბამის დარგობრივ კომიტეტს და ბატონ ოთარ დანელიას ვუთხრა მადლობა. ჩვენ თქვენი დახმარებით გავაგრძელეთ 2016 წელს მიღებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამას მხარი დაუჭირა. ვის, თუ არა თქვენ, დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის ეს რეფორმა. დღეის მდგომარეობით, 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული. რომ არ ყოფილიყო ეს რეფორმა, მოქალაქეები გადაიხდიდნენ 34 მილიონ ლარს. შესაბამისად, ეს თანხა არის დანაზოგი მოქალაქეების ჯიბიდან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ხელშესახები წარმატება ჩვენი რეფორმის, თუმცა, მარჯვენა ფლანგი ამას ალბათ წარუმატებლობის სიაში მოიაზრებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელმაც მიწის რეგისტრაცია გაამარტივა.

ამავე კატეგორიაში