იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვის შესახებ საუბარი სურთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამარესთან. ამ მოთხოვნით მათ მცირე აქცია გამართეს უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად, რომელიც მიიჩნევს, რომ მოქალაქეების უფლებები კვლავ ირღვევა და უფრო მეტად დაირღვევა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფლებს არასმთავრობოების სარჩელს პოლიციური წესით გამოსახლებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება და სასამართლო უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს მათი ბედით მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ პოლიციური წესით გამოსახლების პრინციპი გააუქმა და უწყებას დაევალა გამოიძიოს, თუ რატომ გახდა დაზარალებული გადახდისუუნარო. საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, რომ არასამთავრობოების სარჩელი წარმოებაში მიღებული ჯერ არ არის, მოსამართლეებს კი მოდავე მხარეებთან შეხვედრების ვალდებულება არ აქვთ.