ელექტროანძები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს 

19 მარტი 2019, 00:00 1456 ნახვა

„ფრთხილად მაღალი ძაბვაა“ - ასე აწერია მაღალი ძაბვის გადამცემ ანძას ხიხანის ქუჩაზე, რომელიც შემოღობილი არაა და მასთან მიახლოვება ბავშვებს მარტივად შეუძლიათ. ანძასთან არსებული გზით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეებიც.

აქვეა ვანაძეების საცხოვრებელი სახლი. ოჯახში გვიყვებიან, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა თავად გააფრთხილეს შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის შესახებ, უსაფრთხოებისთვის კი ზომები არ მიიღეს. ამბობენ, რომ ანძა სავარაუდოდ სატესტო რეჟიმში მუშაობს პერიოდულად. ადგილობრივები უსაფრთხოებას ითხოვენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი