შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან

19 მარტი 2019, 00:00 1197 ნახვა

აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს. თორნიკე რიჟვაძემ ამ მიმართულებით  აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

აზიის ბანკის საქმიანობის პრიორიტეტებია  გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

ამავე კატეგორიაში