ჯავახიშვილის ქუჩაზე მეორადების მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა

18 მარტი 2019, 00:00 3190 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დაიწვა მაღაზია, სადაც მეორად ტანსაცმელს ყიდდნენ. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ლიკვიდირებულია. 

სარეალიზაციოდ გამზადებული ტანსაცმლის ნაწილი დაიწვა, ნაწილის გამოტანა კი მოახერხეს. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ შემთხვევის დროს მაღაზია დაკეტილი იყო, მეპატრონე კი ადგილზე არ იმყოფებოდა. ცეცხლის სხვა სავაჭრო ობიექტში დასაქმებულებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახურში დარეკეს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი