22 მარტს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა იგეგმება

18 მარტი 2019, 00:00 1035 ნახვა

22 მარტს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა იგეგმება. მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

უკვე ცნობილია, რომ კითხვები, რომელიც ოპოზიციურ ფრაქციას მთავრობის მეთაურის მიმართ აქვს, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას ეხება. გარდა ამისა, მიმდინარე კვირის პლენალურ სხდომაზე „მინისტრის საათიც“ გაიმართება, რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ .

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი