პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს. პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს - რომელსაც დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.
კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში. პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენის გარდა, მისი კლასიფიკაციის შესაბამის ანალიზს გააკეთებს.