შსს- ს ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეჰყავს

15 მარტი 2019, 00:00 2198 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხურვალეთის ტერიტორიაზე ჟურნალისტები ეტაპობრივად შეყავს. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელმა უთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც სოფელში შესვლას 14:00 წუთიდან ცდილობენ. ხურვალეთის გადასახვევთან პოლიციას გზა გადაკეტილი აქვს და  სოფელში  არც მოქალაქეებს და არც მედიის წარმომადგენლებს უშვებდნენ. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთი საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრები ავრცელებდა.

მოგვიანებით ინფორმაცია არ დაადასტურა სუს-მა. ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორდერიზაციის კუთხით ახალი მოქმედებები ტერიტორიაზე არ შეიმჩნეოდა. 

გორი მერმა კი თქვა, რომ სოფლის განაპირა სამი ნიღბიანი პირი შეამჩნიეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი