არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით კი პრეზიდენტთან კონსულტაციები გაგრძელდება, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერ- მინისტრმა ქართული ოცნების საარჩენო სიაში ახალი სახეების გამოჩენაც დაანონსა. 2-საათიან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ 20 შეკითხვას უპასუხა და პრემიერ-მინისტრად მუშაობის 100 დღე შეაჯამა.