პოლონური კინოს დღეები ბათუმში

14 მარტი 2019, 00:00 1689 ნახვა

16 -17 მარტს ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება, სახელწოდებით „პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი - პოლონეთის ისტორია კინოშედევრებში“.

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების - ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკის და იან კომასას ნამუშევრები, დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება სამი სეანსი, ფილმებს შორისაა: რომან პოლანსკის :“პანისტი“ ანჟეი ვაიდას „მარმარილოს კაცი და ფერფლი და ალმასი და აღთქმული მიწა“, იან კომასას ვარშავა 44 და სმარზოვსკის ვოლინი. ფილმების ჩვენება  დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში