''დახატე შენი გმირი''

08 აგვისტო 2016, 00:00 2660 ნახვა

''დახატე შენი გმირი''-ამ სახელწოდების აქცია   ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართა, რომელიც 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. როგორ წარმოუდგენიათ პატარებს გმირები?  წარმოსახვა მათ ხელოვნების სივრცის კედლებზე გადაიტანეს.  აქვე მოეწყო 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოების გამოფენა.  ღონისძიება აჭარის განათლების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში