ქალებისთვის ონკოლოგიურ დაავადებებზე კვლევა ბათუმში უფასოა

01 აპრილი 2019, 00:00 3842 ნახვა

ბათუმის მერია ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკისა და პრევენცისთვის, მიმდინარე წელს 38 910 ლარს დახარჯავს. სხვადსხვა ასაკის ქალებს კი საშუალებას აძლევს კვლევები მთელი წლის განმავლობაში ჩაიტარონ. 

ელექტრონულ ტენდერში ''მედცენტრმა'' გაიმარჯვა, სწორედ ის გაუწევს ბენეფიციარებს მომსახურებას. 

ტენდერის პირობების თანახმად, ბათუმის მერია 60 წელს გადაცილებულ ქალებს საშვილოსნოს ყელის გამოკვლევას, კოლპოსკოპიას და ექოსკოპიას, გინეკოლოგის კონსულტაციას და საშვილოსნოს ექოსკოპიური გამოკვლევას დაუფინანსებს. 

ასაკობრივი ზღვარი დადგენილი არ არის იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ონკომარკერით
მკერდის, საშვილოსნოს, საკვერცხეების, ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების დადგენა სურთ. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული მომსახურებით 2000 ბენეფიციარი ისარგებლებს. 

30-40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის, 100 მოქალაქეს საშუალება ექნება მამოლოგის კონსულტაციით ისარგებლოს და მამოგრაფია ჩაიტაროს. 

200 ქალს კი, რომლებიც 25-დან 30 წლამდე ასაკის არიან სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფიას დაუფინანსებენ

დოკუმენტაციაში წერია, რომ გამარჯვებულმა სამედიცინო დაწესებულებამ პროგრამით განსაზღვრული პირების უნდა მოიზიდონ. 

''მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრულ მომსახურეობაზე გრაფიკის ყოველკვარტალურად (არანაკლებ მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტისა) წარმოდგენა. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსიალია ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს'' - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 40 200 00 ( დღგ-ს გათვალისწინებით) ლარზე გამოაცხადა, კომპანიამ კი მას 1290 ლარით ნაკლები შესთავაზა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი