მშობელთა ჩართულობის მექანიზმი, მათი უფლება-მოვალეობები სკოლაში, მშობლის როლი ბულინგის დროს და კომუნიკაციის პროცესი სკოლასა და მშობლებს შორის - ამ საკითხებზე ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მშობლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 4 მოდულიან სწავლებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ საქართველოს 8 რეგიონში 500- მდე მშობელს ჩაუტარებს.