გუნდის გადახალისება ახალი სახეებით - ასეთია „ქართული ოცნების“ უახლოესი გეგმა.პარტიის ახალი სახეებით შევსების აუცილებლობაზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაახმოვანა, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე არჩილ ხაბაძემ. თუ ვინ იქნებიან „ოცნების“ ახალი სახეები რეგიონში?
ამაზე კონკრეტულად არც მას და არც შეხვედრაზე მყოფ პარტიის სხვა წევრებს უსაუბრიათ. ითქვა, რომ „პარტიის კარი ღიაა“ და ახლა უნდა გააქტიურდნენ, გუნდის განახლების პარტიიდან გასულ წევრებთან დაკავშირება კი სპეკულაციაა.