ბიზნესმენები ზეწოლაზე საუბრობენ

08 მარტი 2019, 00:00 1383 ნახვა

კიდევ ერთი ბიზნესმენი სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. ამჯერად შპს „ფრესკოს“ მფლობელი, ვასილ სოფრომაძე ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური. ამასთან, სოფრომაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება კონკურენციის წესებს არღვევს და მის კომპანიას არათანაბარ პირობებში აყენებს.  მისივე მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ,“ მას კი ამის დამადასტურებელი კადრები აქვს.

ფაქტს დღის ბოლოს განცხადებით გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო. დაწყებულია შიდა აუდიტის მოკვლევა. უწყების წერილში წერია - თუ გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ვასილ სოფრომაძის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, უწყება იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას. ბიზნესზე ზეწოლას უარყოფენ ხელისუფლებაში, ბიზნესწრეებში კი ამბობენ, რომ კითხვების არსებობა ქვეყნისთვის უკვე დამაზიანებელია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი