საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციამ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალები სპექტაკლზე დაპატიჟა. ორგანიზაციის დაფინანსებით, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი „გაზაფხულის დღე“ აჩვენეს. სპექტაკლის რეჟისორი გაბრიელ გოშაძეა.