საპენსიო რეფორმა - შეფასებები პარლამენტში

07 მარტი 2019, 00:00 1030 ნახვა

„იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებითად განხილვის დასრულებამდე გასაჩივრებული ნორმების მოქმედებას შეაჩერებს, საპენსიო რეფორმა ჩამოიშლება“ - ეს სიტყვები საპენსიო სააგენტოს დირექტორმა თქვა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინაშე. ლევან სურგულაძე მოწმის სახით გამოკითხეს. სწორედ სავალდებულო შენატანის შეჩერებას ითხოვს მოსარჩელე მხარე.

ახლა სასამართლო მსჯელობს განიხილავს თუ არა ამ საქმეს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად, სწორედ მოსამართლეებზეა დამოკიდებული შეჩერების საკითხი.

მოსარჩელე კონსტიტუციის რამდენიმე მუხლთან შეუსაბამობაზე საუბრობს, მათ შორისაა საკუთრების უფლება. ამასთან, ერთ-ერთი არგუმენტია დაგროვებითი პენსიისთვის შენატანის გაკეთების ვალდებულება, რაც მათი შეფასებით გადასახადის დაწესებას უტოლდება, კონსტიტუციის მიხედვით კი გადასახადის დაწესება რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია. არგუმენტები, კითხვები და პასუხები -თამუნა გაზდელიანი ესწრებოდა სხდომას. 

ამავე კატეგორიაში