სავალდებულო დაგროვებითი პენსიის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა იწყება

07 მარტი 2019, 00:00 1737 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების შესახებ სარჩელს  განმწესრიგებელი სხდომა დაიწყება.  ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და შპს თორაძე და პარტნიორები არიან.  

დავის საგანს წარმოადგენს  "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის  ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის სავალდებულო მონაწილეობას და განსაზღვრავს დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმები კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებებს ეწინააღმდეგება.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულება უტოლდება ახალი გადასახადის დაწესებას, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია.

 სარჩელის ავტორები შუამდგომლობენ,  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული ნორმების მოქმედება  შეჩერდეს. მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად სასამართლო, ამას პირველი კოლეგია გადაწყვეტს. დაგროვებითი  საპენსიო სიტემა პირველი იანვრიდან  ამოქმედდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი