სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლებს სათანადოდ ვერ ეხმარებიან

05 მარტი 2019, 00:00 1505 ნახვა

სოციალურ მუშაკთა საქმიანობის პირობების გაუმჯობესებისთვის ნაბიჯების გადადგმას ახლა გეგმავს საქართველოს მთავრობა - ეს მას შემდეგ რაც ერთ-ერთი შემთხვევა სავალალოდ დასრულდა და ქვეყანა მწვავე რეალობის წინაშე უკვე საჯაროდ აღმოჩნდა. მუშაკების რაოდენობის სიმცირისა და საქმეების სიმრავლის გამო, ისინი თავადაც დიდი ხანია ამბობენ რომ ფიზიკურად შეუძლებელია კვალიფიციური მომსახურება.

ის რომ სოციალური მუშაკები მარტო აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების წინაშე ამას ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრიც აღიარებს. დავით სერგენკოს დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართეს სოც.მუშაკებმა. „ის, რომ ბავშვები და ხანდაზმულები არ კვდებიან, არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურება“ - თქვა ქეთევან ხუციშვილმა.სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ - ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა, ერთ კვირაში იწურება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი